News
2022 წლის 19 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასიტენტ-პროფესორის, არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის საჯარო ლექცია „სამოძღვრო ფსიქოთერაპია“. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.
2022 წლის 20 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები ვაშინგტონში შეხვდნენ მარშალის ფონდის (German Marshall Fund) წარმომადგენლებს. მარშალის ფონიდს მხირდან შეხვედრას მასპინძლობდა დემოკრატიული ინიციატივების დირექტორი ჯონათან კაცი. შეხვედრაზე განხილული იქნა უნივერსიტეტსა და მარშალის ფონდს შორის სამომავლო თანამშრომლობის პროექტები.
2022 წლის 20 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი და უნივერსიტეტის პროფესორები ვაშინგტონში შეხვდნენ მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, პროფ. პოლ გავრილუკს. შეხვედრაზე განხილული იქნა უნივერსიტეტსა და ასოციაციას შორის თანამშრომლობის საკითხები.
2022 წლის 19 მაისს, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგეცია ეწვია საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში. უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, დელეგაციის წევრ პროფესორებთან ერთად, შეხვდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბ-ნ დავით ზალკალიანს და საელჩოს თანამშრომლებს. შეხვედრაში მონაწილეობდა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი). საუბარი გაიმართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საქმიანობისა და აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ.
2002 წლის 19 მიასს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები ვაშინგტონში შეხვდნენ „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (National Endowment for Democracy) წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განხილული იქნა თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის საგანმანათლებლო, კვლევითი და საზოგადოებრივი პროექტები.
2022 წლის 17 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ნიუ-იორკში შეხვდნენ ფორდჰამის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური ქრისტიანული კვლევების ცენტრის დირექტორს, პროფესორ არისტოტელე პაპანიკოლაუს. შეხვედრაზე განხილული იქნა თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები.
2022 წლის 15 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიის წარმომადგენლებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში პარტნიორმა ინსტიტუციებმა გაცვალეს ახალი გამოცემები. თანამშრომლობის მემორნდუმის ფარგლებში, გაიმართა მსჯელობა პარტნიორობის შემდგომი განვითარების გეგმებზე, შეთანხმდა ახალი პროექტები და მათი განხორციელების განრიგი.
2022 წლის 14 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. წმ. ვლადიმირის სემინარიის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მაღალყოვლადუსამღვდელოეს გრიგოლს საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა ქრისტიანული განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
2022 წლის 13 მაისს, ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიაში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციის საზეიმო მიღება გაიმართა. დელეგაციის წევრებს უმანსპინძლეს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უნეტარესმა ტიხონმა და სემინარიის პრეზიდენტმა დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები გაეცნენ სემინარიის სასწავლო, კვლევით, საბიბლიოთეკო და საარქივო რესურსებს.