სიახლეები

უნივერსიტეტის დოქტორანტები საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში

08.08.2022

2022 წლის 6-21 აგვისტოს ბუდაპეშტის ცენტრალურ უნივერსიტეტში (უნგრეთი) ტარდება ინტერდისციპლინური საზაფხულო სკოლა „ქრისტიანული მემკვიდრეობის ხელახალი დამოწმება“, რომელიც ეძღვნება ქრისტიანული კულტურის/მემკვიდრეობის აქტუალურ საკითხებსა და მის მნიშვნელობას თანამედროვე (გლობალურ) სამყაროში. საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტები გიორგი კაპანაძე და გიორგი ჭანიძე.