სიახლეები

ეპისკოპოს დოსითეოსის (ბოგვერაძე) საჯარო ლექცია

26.07.2018

2018 წლის 26 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი დოსითეოსი (ბოგვერაძე), მან წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „მართლმადიდებლობა დიასპორაში - თანამედროვე გამოწვევები“. ლექციაზე, დამსწრეებს შესავალი სიტყვით მიმართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები და ქ. ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.