სიახლეები
ეპისკოპოს საბა ინწკირველის საჯარო ლექცია
2018 წლის 21 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი). ვიზიტის ფარგლებში ეპისკოპოსმა საბამ წაიკითხა საჯარო ლექცია: „თანამედროვეობა და ეკლესია“. მან ვრცლად ისაუბრა ქრისტიანული ეკლესიის თანამედროვე გამოწვევებზე და ჩრდილოეთ ამრიკის ქართული სათვისტომოების აქტუალურ პრობლემებზე. შეხვედრას უძღვებოდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.