სიახლეები
სემინარი კანტის ფილოსოფიის შესახებ
2018 წლის 25-26 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი თავაძემ ჩაატარა სემინარი იმანუელ კანტის ნაშრომზე „მარადიული მშვიდობისაკენ“. სემინარის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა. სემინარებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
25 აპრილი
ნაშრომის შექმნის კონტექსტი; შესავალი დებულებები მარადიული მშვიდობის შესახებ; განმსაზღვრელი დებულებები მარადიული მშვიდობის შესახებ; პარალელები - თომას ჰობსი, ჟან-ჟაკ რუსო, თომას პეინი, თომას ჯეფერსონი, ჯონ ადამსი, ჯეიმს მედისონი, ჯონ როლსი; ისტორიის ტელეოლოგისტური გაგება კანტთან.
26 აპრილი
ფილოსოფიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართება; საჯარო სივრცის მნიშვნელობა კანტთან; პოლიტიკისა და მორალის თავსებადობა/შეუთავსებლობა; მარადიული მშვიდობა - იდეალი თუ განუხორციელებელი უტოპია?
სემინარის დასასრულს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია.