სიახლეები

2018 წლის 26 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონალური კონფერენციის დასკვნითი ცერემონია. ღონისძიებას 70-მდე მონაწილე ჰყავდა, რომლებიც საქართველოს რეგიონებიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის იყვნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები. პროექტი ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელდა და მისი მხარდამჭერები არიან მარტინ შულცი, ფედერიკა მოგერინი და ჟან-კლოდ იუნკერი. კონფერენციის სამუშაო თემა იყო: ,,ინოვაციები, ტექნოლოგია და ჩართულობა".

26.03.2018

2018 წლის 21 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის დოქტორის, პროფ. ლალი ზაქარაძის საჯარო ლექცია „კავკასიური ფილოსოფია: ახალი ფილოსოფიური პარადიგმა“. ლექციის ფარგლებში პროფ. ზაქარაძემ ისაუბრა კავკასიური ფილოსოფიის კონცეფციის ისტორიულ-ფილოსოფიურ საფუძვლებზე, მიმოიხილა ქართულ-სომხური ფილოსოფიური ურთიერთობები შუა საუკუნეებსა და ახალ დროში, ყურადღება გაამახვილა კავკასიური ფილოსოფიის კონცეფციის მნიშვნელობაზე თანამედროვე კავკასიის კულტურისა და პოლიტიკის კონტექსტში. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქრისტიანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. 

21.03.2018

2018 წლის 20 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა მხ.ფ. „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები, ქ. ფოთის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. ჩვენების დასასრულს გაიმართა შეხვედრა ფილმის რეჟისორთან და მონაწილე მსახიობებთან. გადამღები ჯგუფის წევრებმა ფილმის შექმნის ისტორიასა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

20.03.2018

2018 წლის 19 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ ნატოსა და ევორკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერეციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან, რომელსაც უძღვებოდნენ ნატოსა და ევორკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი და ქ. ფოთის მერის მოდგილე გიორგი ფარეშიშვილი. შეხვედრისას განხილული იქნა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის აქტუალური საკითხები. 

19.03.2018

2018 წლის 14 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირველი მოადგილე ბატონი ერიკ სალმგრენ ფონ შანცი. შვედი დიპლომატი გაეცნო უნივერსიტეტში განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე საქმიანობას. უნივერსიტეტის რექტორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ელჩის მოადგილეს შეხვედრაზე უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 

14.03.2018

2018 წლის 27 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ღონისძიების ფარგლებში ისტორიკოსმა სილოვან გვასალიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველო და ქალაქი ფოთი 1918-1921“, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა კი ლიტერატურული ესეების კონკურსის „თავისუფლება დღეს ჩვენი,“ ავტორები და კონკურსის გამარჯვებული, საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოეს.

27.02.2018

2018 წლის 15 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო ღონისძიებათა ციკლის, „ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“, მორიგი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა დიდ ქრისტიან მოაზროვნეს წმ. იუსტინე ფილოსოფოსს. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტები: არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, დეკანოზი ნიკოლოზ კორძახია, ნიკოლოზ კოპალეიშვილი, ბესიკ მაშავა, სოფო ტალახაძე, მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი, მღვდელი ლაზარე ქაჯაია, ალექსანდრე ტყებუჩავა, თეა ვადაქარია, მარიამ კუპრავა, ლევან კოპაძე, დიაკონი კირიონ უგრეხელიძე, სევერიან შენგელია და გიორგი კემულარია.

15.02.2018

2018 წლის 12 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „კავკასიური ფილოსოფიის აქტუალური საკითხები“. კონფერენცია გახსნა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფ. თენგიზ ირემაძემ, მასში მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის II კურსის მაგისტრანტები. წარმოდგენილი მოხსენებების დამუშავებაში მონაწილეებს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა პროფ. ლალი ზაქარაძე.

12.02.2018

2018 წლის 8 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე „ეკლესია და სახელმწიფო“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. სემინარზე მოხსენებით წარსდგნენ უნივერსიტეტის პროფესორი იოახიმ ფონ ვედელი და ასოც. პროფესორი გიორგი თავაძე, ასევე, ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტები ნიკოლოზ კოპალეიშვილი და ბესიკ მაშავა. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა

08.02.2018

2018 წლის 7 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ახალი პროფესორის ინაუგურაციის ცერემონია. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი იოახიმ ფონ ვედელი არჩეული იქნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორად სოციალური მეცნიერების მიმართულებით. ინაუგურაციის ცერემონიაზე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ბატონ ვედელს გადასცა მისი პროფესორად დანიშვნის აღმნიშვნელი დოკუმენტი, რის შემდეგაც პროფესორმა ვედელმა წაიკითხა საინაუგურაციო მოხსენება: „მითოსი პოლიტიკაში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ქ. ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. 

07.02.2018