სიახლეები
2018 წლის 8 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი ქრისტიანული ეთიკის შესახებ. სემინარს უძღვებოდა პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ქრისტიანული ეთიკის რეცეფცია ახალი დროის ევროპულ აზროვნებაში, ასევე, მსჯელობა გაიმართა ქრისტიანული ეთიკის თანამედროვე აქტუალური საკითხების შესახებ. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.
2018 წლის 25-26 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი თავაძემ ჩაატარა სემინარი იმანუელ კანტის ნაშრომზე „მარადიული მშვიდობისაკენ“. სემინარის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა. სემინარის დასასრულს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია.
2018 წლის 21 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი). ვიზიტის ფარგლებში ეპისკოპოსმა საბამ წაიკითხა საჯარო ლექცია: „თანამედროვეობა და ეკლესია“. მან ვრცლად ისაუბრა ქრისტიანული ეკლესიის თანამედროვე გამოწვევებზე და ჩრდილოეთ ამრიკის ქართული სათვისტომოების აქტუალურ პრობლემებზე. შეხვედრას უძღვებოდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.
2018 წლის 20 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელიც ქართულ-ვაინახური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პანკისის ხეობის უხუცესები და ქისტ ქალთა საბჭოს წევრები, ქ. ფოთის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოება.
2018 წლის 16 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა პოლონეთის ქალაქ სუვალკისა და ისრაელის ქალაქ კირიატ-იამის მთავრობისა და საკრებულოს დელეგაციებს უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა თენგიზ ირემაძემ, მათ გააცნეს უნივერსიტეტში განხორციელებული პროექტები და მიმდინარე საქმიანობა.
2018 წლის 27 მარტს, 20:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მონოგრაფიის - „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ - პრეზენტაცია. მასში საგანგებოდ არის განხილული და გააანალიზებული ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენლის იონა ხელაშვილის (1778-1837 წწ.) ცხოვრება და შემოქმედება. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ქ. ფოთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.
2018 წლის 26 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონალური კონფერენციის დასკვნითი ცერემონია. ღონისძიებას 70-მდე მონაწილე ჰყავდა, რომლებიც საქართველოს რეგიონებიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის იყვნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები. პროექტი ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელდა და მისი მხარდამჭერები არიან მარტინ შულცი, ფედერიკა მოგერინი და ჟან-კლოდ იუნკერი. კონფერენციის სამუშაო თემა იყო: ,,ინოვაციები, ტექნოლოგია და ჩართულობა".
2018 წლის 21 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის დოქტორის, პროფ. ლალი ზაქარაძის საჯარო ლექცია „კავკასიური ფილოსოფია: ახალი ფილოსოფიური პარადიგმა“. ლექციის ფარგლებში პროფ. ზაქარაძემ ისაუბრა კავკასიური ფილოსოფიის კონცეფციის ისტორიულ-ფილოსოფიურ საფუძვლებზე, მიმოიხილა ქართულ-სომხური ფილოსოფიური ურთიერთობები შუა საუკუნეებსა და ახალ დროში, ყურადღება გაამახვილა კავკასიური ფილოსოფიის კონცეფციის მნიშვნელობაზე თანამედროვე კავკასიის კულტურისა და პოლიტიკის კონტექსტში. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქრისტიანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.
2018 წლის 20 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა მხ.ფ. „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები, ქ. ფოთის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. ჩვენების დასასრულს გაიმართა შეხვედრა ფილმის რეჟისორთან და მონაწილე მსახიობებთან. გადამღები ჯგუფის წევრებმა ფილმის შექმნის ისტორიასა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
2018 წლის 19 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ ნატოსა და ევორკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერეციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან, რომელსაც უძღვებოდნენ ნატოსა და ევორკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი და ქ. ფოთის მერის მოდგილე გიორგი ფარეშიშვილი. შეხვედრისას განხილული იქნა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის აქტუალური საკითხები.