სიახლეები

2018 წლის ნოემბერში, ბენიამინის საგამომცემლო სახლმა (ამსტერდამი/ფილადელფია) გამოსცა ახალი სამეცნიერო კრებული: Veritas et subtilitas: Truth and Subtlety in the History of Philosophy. Essays in Memory of Burkhard Mojsisch (1944-2015). კრებული ეძღვნება თვალსაჩინო გერმანელი ფილოსოფოსის ბურკჰარდ მოიზიშის ხსოვნას, მასში თავმოყრილია 25 ახალი სამეცნიერო გამოკვლევა ანტიკური, შუა საუკუნეების, რენესანსისა და ახალი დროის ფილოსოფიის შესახებ. კრებულის რედაქტორები არიან ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები თენგიზ ირემაძე და უდო რაინჰოლდ იეკი. კრებულში წარმოდგენილია 7 ქვეყნის 26 მკვლევარის სამეცნიერო სტატია, მათ შორის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორების გამოკვლევები.   

20.11.2018

2018 წლის 2 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა უნგრეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის „Stipendium Hungaricum“-ის პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდა საქართველოში უნგრეთის ელჩის მოადგილე ქ-ნი ანიკო ფარკასი. პრეზენტაციის ფარგლებში, მან, სტუდენტებს გააცნო უნგრეთის უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები, ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების სფეროში უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

02.11.2018

2018 წლის 1 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა კალიფორნიის შტატის სენატის უმრავლესობის მრჩეველი ბრაიან გრინი, მან გამართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის ასპექტები კულტურისა და განათლების სფეროებში. შეხვედრის ფარგლებში, სტუმარი გაეცნო უნივერსიტეტის კონცეფციას, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.

01.11.2018

2018 წლის 31 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში შედგა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის ბ-ნი იოშ დოუმას ვიზიტი. ელჩმა შეხვედრა გამართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან, მოგვიანებით კი წაიკითხა ლექცია საქართველოში დემოკრატიის განვითარების პროცესისა და მისი თავისებურებების შესახებ. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.

01.11.2018

2018 წლის 31 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქ-ნი ვიქტორია ჰორვატი. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, შეხვდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს, რის შემდეგაც მან უნგრულ-ქართული პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ წაიკითხა ლექცია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის; ლექციას, ასევე, ესწრებოდნენ ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები და წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეები.

31.10.2018

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა, პროფ. თენგიზ ირემაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფილოსოფიურ კონგრესში „ეთიკა, პოლიტიკა და მსოფლიო ისტორია“, რომელიც 2018 წლის 24-27 ოქტომბერს ურბინოს უნივერსიტეტში (იტალია) გაიმართა. პროფესორი ირემაძე კონგრესზე წარსდგა მოხსენებით: „სახელმწიფოს ფილოსოფია და სამართლის თეორია ქართულ განმანათლებლობაში“.

28.10.2018

2018 წლის 20 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ჯაში. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორს, პროფ. თენგიზ ირემაძეს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, გაეცნო უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროექტებს.  

20.10.2018

2018 წლის 15 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ოფიციალურად გაიხსნა სასწავლო პროცესი. ფოთის საკათედრო ტაძარში აღევლინა პარაკლისი, რის შემდეგაც უნივერსიტეტში გაიმართა 2018-2019 აკადემიური წლის დაწყების საზეიმო ცერემონია, მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაცის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი პროფ. თენგიზ ირემაძე და სხვ. 

15.10.2018

2018 წლის 10 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოში მოღვაწე თეოლოგების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და სტუდენტების შეხვედრა დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეართან. შეხვედრაზე მიტროპოლიტმა კალისტემ, შესავალ სიტყვაში, ისაუბრა მართლმადიდებელი რელიგიისა და თეოლოგიის თანამედროვე გამოწვევებზე; შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ეკლესია და სახელმწიფო, ბიოეთიკა, ეკოლოგია, ქრისტიანული მისიონერობა, გენდერი, ქრისტიანული ანთროპოლოგია და სხვა.

10.10.2018

2018 წლის 9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეარისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც მიტროპოლიტმა კალისტემ წაიკითხა საზეიმო მოხსენება თემაზე „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“. საპატიო დოქტორის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემოსვანეთის და გურიის ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები.

09.10.2018