სიახლეები

2018 წლის 15 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო ღონისძიებათა ციკლის, „ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“, მორიგი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა დიდ ქრისტიან მოაზროვნეს წმ. იუსტინე ფილოსოფოსს. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტები: არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, დეკანოზი ნიკოლოზ კორძახია, ნიკოლოზ კოპალეიშვილი, ბესიკ მაშავა, სოფო ტალახაძე, მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი, მღვდელი ლაზარე ქაჯაია, ალექსანდრე ტყებუჩავა, თეა ვადაქარია, მარიამ კუპრავა, ლევან კოპაძე, დიაკონი კირიონ უგრეხელიძე, სევერიან შენგელია და გიორგი კემულარია.

15.02.2018

2018 წლის 12 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „კავკასიური ფილოსოფიის აქტუალური საკითხები“. კონფერენცია გახსნა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფ. თენგიზ ირემაძემ, მასში მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის II კურსის მაგისტრანტები. წარმოდგენილი მოხსენებების დამუშავებაში მონაწილეებს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა პროფ. ლალი ზაქარაძე.

12.02.2018

2018 წლის 8 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე „ეკლესია და სახელმწიფო“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. სემინარზე მოხსენებით წარსდგნენ უნივერსიტეტის პროფესორი იოახიმ ფონ ვედელი და ასოც. პროფესორი გიორგი თავაძე, ასევე, ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტები ნიკოლოზ კოპალეიშვილი და ბესიკ მაშავა. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა

08.02.2018

2018 წლის 7 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ახალი პროფესორის ინაუგურაციის ცერემონია. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი იოახიმ ფონ ვედელი არჩეული იქნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორად სოციალური მეცნიერების მიმართულებით. ინაუგურაციის ცერემონიაზე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ბატონ ვედელს გადასცა მისი პროფესორად დანიშვნის აღმნიშვნელი დოკუმენტი, რის შემდეგაც პროფესორმა ვედელმა წაიკითხა საინაუგურაციო მოხსენება: „მითოსი პოლიტიკაში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ქ. ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. 

07.02.2018

2018 წლის 6 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო სემინარი „კულტურის ფილოსოფია“. სემინარს უძღვებოდა პროფესორი იოახიმ ფონ ვედელი. სემინარზე განხილული იქნა კულტურისა და რელიგიის მიმართების ფილოსოფიური ასპექტები. სემინარის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

06.02.2018

2018 წლის 5 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ქ. ფოთის მთავრობის წარმომადგენლებსა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის. შეხვედრას უძღვებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და ქ. ფოთის მერი ბ-ნი გოჩა კურდღელია. შეხვედრისას განხილული იქნა სხვადასხვა აქტუალური საკითხი, მათ შორის პროფესიული გადამზადების და უმაღლესი განათლების სფეროში უნივერსიტეტსა და ქალაქის მერიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. 

05.02.2018

2018 წლის 5 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო სემინარი „ისლამური ფილოსოფია“. სემინარს უძღვებოდა პროფესორი იოახიმ ფონ ვედელი. სემინარზე განხილული იქნა ისლამური აზროვნების საფუძვლები და განვითარება. სემინარის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

05.02.2018

2018 წლის 30 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მკვლევარის,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორ  მაგდა მჭედლიძის მოხსენება თემაზე: „იოანე პეტრიწის 'განმარტების' ტექსტის კრიტიკისათვის“. მოხსენებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. შეხვედრა აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

30.01.2018

ბ-ნი სევერიან შენგელიას თანადგომით, რესტავრირება ჩაუტარდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ  ორ მნიშვნელოვან გამოცემას (გიორგი ცინცაძის წიგნადი ფონდი): 1. ტონკმელისი ( = მელიტონ კელენჯერიძე), „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ“, ქუთაისი, 1905 წ. (რუსულ ენაზე); 2. ალექსანდრე ცაგარელი, „წერილები და შენიშვნები ქართული საეკლესიო საკითხის შესახებ“, სანკტ-პეტერბურგი, 1912 წ. (რუსულ ენაზე). სარესტავრაციო სამუშაო შეასრულა ბ-ნმა რევაზ ოჩიგავამ.

აღნიშნული გამოცემები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ასახავენ XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებულ დამოკიდებულებას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის მიმართ.

24.12.2017

2017 წლის 18 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები: ნეტარი ავგუსტინე“. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტები. კონფერენცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

18.12.2017