სიახლეები

სამეცნიერო კოლოქვიუმი არისტიდე ათენელის შესახებ

24.12.2018

2018 წლის 24 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სექციის - „ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“ - ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კოლოქვიუმი, რომელიც მიეძღვნა დიდ ქრისტიან მოაზროვნეს არისტიდე ათენელ ფილოსოფოსს. მასზე მოხსენებით წარსდგნენ ქრისტიანული ფილოსოფიის დოქტორანტები ბესიკ მაშავა და ნიკოლოზ კოპალეიშვილი, ასევე, ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრანტები ნიკოლოზ სამხარაძე და ირაკლი შარტავა. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.