სიახლეები
2019 წლის 29 ივნისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე „საქართველოს ადგილი და როლი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში“. სემინარს უძღვებოდნენ: ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; კახა გოგოლაშვილი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.
2019 წლის 28 ივნისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია:
მიტროპოლიტი კალისტე (უეარი) - მართლმადიდებლობა და ჩვენი დრო. რედაქტორები: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), თენგიზ ირემაძე, გიორგი ხუროშვილი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, სასულიერო პირები და ქ. ფოთის საზოგადოების წარმომადგენლები. პრეზენტაციის დასასრულს დამსწრეებს წიგნი საჩუქრად გადაეცათ.
2019 წლის 27 ივნისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ქრისტიანული ანთროპოლოგია - იდეები და პარადიგმები“. კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ათმა მაგისტრანტმა. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა ქრისტიანული ანთროპოლოგიის საეტაპო მნიშვნელობის ავტორები, იდეები და კონცეფციები. კონფერენციის დასასრულს, წაკითხული მოხსენებების შესახებ, ვრცელი დისკუსია გაიმართა.
2019 წლის 22 ივნისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სოციალური გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია - „ქ. ფოთის მაცხოვრებლების საჭიროებების და განწყობების კვლევა“. კვლევა მომზადდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიის მიერ. პრეზენტაციას უძღვებოდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და სასულიერო პირები.
2019 წლის 30 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია: „ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან - კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი“. კრებულის რედაქტორები: თენგიზ ირემაძე, ჰელმუტ შნაიდერი, გიორგი ხუროშვილი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ქ. ფოთის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საჯარო სკოლების პედაგოგები. პრეზენტაციის დასასრულს ახალი გამოცემა დამსწრეებს საჩუქრად გადაეცათ.
2019 წლის 29 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის ლექცია: „მოძღვრება ტრანსცენდენტალიების შესახებ: მშვენიერება, ჭეშმარიტება, თავისუფლება“. ლექციის ფარგლებში პროფესორმა შნაიდერმა მშვენიერების, ჭეშმარიტებისა და თავისუფლების იდეები განიხილა ესთეტიკის, ხელოვნებისა და იდეალისტური ფილოსოფიის კონტექსტში. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.
2019 წლის 24-25 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დოქტორანტთა I ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 18 დოქტორანტი ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერების, ისტორიისა და ფილოლოგიის სფეროებიდან. კონფერენცია გახსნეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფ. თენგიზ ირემაძემ. კონფერენციაზე გამართულ დისკუსიებში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები.
2019 წლის 23 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა ასოციაციის ღონისძიება - პრეზენტაცია თემაზე: „საფილოსოფიო-საღვთისმეტყველო განათლება და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საქმიანობა“. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქ. ფოთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.
2019 წლის 11 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი „მშვენიერების გაგება პლატონიზმსა და ქრისტიანულ ნეოპლატონიზმში“. სემინარს უძღვებოდა ფილოსოფიის პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი. სემინარზე მოხსენება წაიკითხა პროფესორმა ლალი ზაქარაძემ თემაზე: „მშვენიერებისა და სიყვარულის გაგება არეოპაგიტიკაში“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქრისტიანული ფილოსოფიის დოქტორანტები და მაგისტრანტები. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა მშვენიერების პლატონისეული იდეის ტრანსფორმაცია პლატონიზმსა და ქრისტიანულ ნეოპლატონიზმში, კერძოდ კი პლოტინთან და წმ. დიონისე არეოპაგელთან. სემინარი დისკუსიის თანხლებით წარიმართა.
2019 წლის 10 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი „მშვენიერების იდეა პლატონის ფილოსოფიაში“. სემინარს უძღვებოდა ფილოსოფიის პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები, სემინარს, ასევე, ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა მშვენიერების პლატონური იდეა, „ნელი კითხვის მეთოდით“ მონაწილეებმა გააანალიზეს პლატონის დიალოგ „ნადიმის“ ფრაგმენტები. სემინარი დისკუსიის თანხლებით წარიმართა.