სიახლეები

ქრისტოს იანარასის ტექსტის ქართული თარგმანის პრეზენტაცია

05.12.2019

2019 წლის 5 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია: „ქრისტოს იანარასი - ფსიქოანალიზი და მართლმადიდებლური ანთროპოლოგია“.  ტექსტი ქართულად თარგმნა გიორგი ხუროშვილმა, რედაქტორი: თენგიზ ირემაძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.