სიახლეები

ტრეინინგი: „ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“

01.12.2019

2019 წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიამ გამართა ტრეინინგი: „ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“. ტრეინინგს უძღვებოდა ლაბორატორიის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ირაკლი კახიძე. ტრეინინგში მონაწილეობას იღებდნენ ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის X, XI, XII კლასების მოსწავლეები. ტრეინინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: მოტივაცია და თვითგანვითარება, ლიდერობის თეორიული და პრაქტიული ასპექტები, ლიდერობის ბუნება და ტიპოლოგია, დროის მენეჯმენტი, საჯარო გამოსვლები. ტრეინინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.