სიახლეები

პროფ. თენგიზ ირემაძის წიგნის პრეზენტაცია

17.10.2019

2019 წლის 17 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფ. თენგიზ ირემაძის ახალი წიგნის „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად“ პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, სასულიერო პირები და უნივერსიტეტის უცხოელი სტუმრები. წიგნი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის სისტემური გააზრების ახალ მცდელობას. მასში, კრიტიკულად არის შეფასებული, დღემდე ფართოდ გავრცელებული, ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის მთავარი პრინციპები, შემოთავაზებულია შუა საუკუნეების ქართული აზროვნების გაგების ახალი გზები და მოდელები.