სიახლეები

2019 წლის 16 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დოქტორანტთა სამეცნიერო კოლოქვიუმი „ჰეგელი და თანამედროვე ევროპული ფილოსოფია“. კოლოქვიუმს უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. კოლოქვიუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებნდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორანტები. განხილული იქნა ჰეგელის აზროვნების გავლენა თანამედროვე კონტინენტურ ევროპულ ფილოსოფიაზე. კოლოქვიუმი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. 

16.10.2019

2019 წლის 11-12 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფიის გაგება თანამედროვეობაში“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და უცხოელი მომხსენებლები გერმანიიდან და იტალიიდან. კონფერენციის სესიებს ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტები და მაგისტრანტები. კონფერენცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

კონფერენციის პროგრამა

12.10.2019

2019 წლის 10 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროფესორ ჯაკომო რინალდის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება მიენიჭა. საპატიო წოდების დამადასტურებელი დიპლომი პროფ. რინალდის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა გადასცა. ღონისძიებაზე პროფესორმა რინალდიმ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „XX საუკუნის იტალიური ფილოსოფიის მიმოხილვა და კრიტიკული შეფასება“. ბ-ნი რინალდი გერმანული და იტალიური ფილოსოფიის თვალსაჩინო თანამედროვე მკვლევარია, იგი არის ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი თეორიული ფილოსოფიის მიმართულებით, არის 20-მდე მონოგრაფიისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. 

11.10.2019

2019 წლის 10 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ბ-ნი ალექსანდრე მოწერელია. სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო უნივერსიტეტის საქმიანობას, შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან, უნივერსიტეტის ქართველ და უცხოელ პროფესორებთან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა უნივერსიტეტსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის საკითხები. 

10.10.2019

2019 წლის 7-9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰეგელის სკოლა. სკოლას უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. სკოლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. სკოლის ფარგლებში, პროფესორმა რინალდიმ წაიკითხა სამი ლექცია ჰეგელიანიზმის გავლენის შესახებ თანამედროვე გერმანულ, ანგლო-საქსურ და იტალიურ ფილოსოფიაში. 

09.10.2019

2019 წლის 4-5 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი - „გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია“. კურსს უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. კურსს ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, ასევე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები. კურსი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. 

05.10.2019

2019 წლის 3 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა 2019-2020 აკადემიური წლის გახსნისა და 2019 წლის კურსდამთვრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია. ღონისძიების ფარგლებში პირველი კურსის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და საპატიო სტუმრებმა პროფესორმა ჯაკომო რინალდიმ (ურბინო, იტალია) და პროფესორმა ჰელმუტ შნაიდერმა (კასელი, გერმანია). ცერემონიაზე უნივერსიტეტის რექტორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ქრისტიანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს მაგისტრის დიპლომები გადასცა.

03.10.2019

2019 წლის 27 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ბოხუმი/გერმანია) პრორექტორი მეცნიერული კვლევებისა და სამეცნიერო ტრანსფერის განხრით, კლინიკური ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის პროფესორი სინურ გადერი. პროფ. გადერის შეხვდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი, პროფ. თენგიზ ირემაძე და ამავე არქივის კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე, პროფ. ლალი ზაქარაძე. შეხვედრის დროს საუბარი იყო სტუდენტთა ერთობლივი გაცვლითი პროგრამების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების საკითხებზე; გარდა ამისა, ამ ორი ინსტიტუციის აკადემიური პერსონალის ერთობრივი მონაწილეობით მოეწყობა სამეცნიერო კონფერენციები და გამოიცემა სამეცნიერო კვლევების კრებული. 

27.08.2019

2019 წლის 31 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ უდო რაინჰოლდ იეკის წიგნის - „ვახტანგ გორგასალი - ქრისტიანი ფილოსოფოსი მეფე“ - პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მიერ. რედაქტორები: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ლალი ზაქარაძე, თენგიზ ირემაძე. ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, სასულიერო პირები, ქ. ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და პედაგოგები. 

31.07.2019

2019 წლის 29 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის ღია სხდომა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ექვსი სამაგისტრო ნაშრომი, სამი ქრისტიანული ფილოსოფიისა და სამი ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებით. კომისიამ შეაფასა სამაგისტრო ნაშრომები და მაგისტრობის კანდიდატებს მიანიჭა ფილოსოფიის მაგისტრისა და ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხები.

29.08.2019