სიახლეები
დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის ლექცია: „ევქარისტიული თემის პოლიტიკური მოწმობა და სოციალური მსახურება“
18.02.2020
2020 წლის 18 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პროფესორის დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის მეორე ლექცია თემაზე: „ევქარისტიული თემის პოლიტიკური მოწმობა და სოციალური მსახურება“. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები.