News

2019 წლის 10 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროფესორ ჯაკომო რინალდის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება მიენიჭა. საპატიო წოდების დამადასტურებელი დიპლომი პროფ. რინალდის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა გადასცა. ბ-ნი რინალდი გერმანული და იტალიური ფილოსოფიის თვალსაჩინო თანამედროვე მკვლევარია, იგი არის ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი თეორიული ფილოსოფიის მიმართულებით, არის 20-მდე მონოგრაფიისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. 

11.10.2019

2019 წლის 10 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ბ-ნი ალექსანდრე მოწერელია. სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო უნივერსიტეტის საქმიანობას, შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან, უნივერსიტეტის ქართველ და უცხოელ პროფესორებთან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა უნივერსიტეტსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის საკითხები. 

10.10.2019

2019 წლის 7-9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰეგელის სკოლა. სკოლას უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. სკოლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

სკოლის ფარგლებში, პროფესორმა რინალდიმ წაიკითხა შემდეგი ლექციები:

  •  „ჰეგელიანიზმის გავლენა თანამედროვე გერმანულ ფილოსოფიაზე“.
  • „ჰეგელიანიზმის გავლენა თანამედროვე ანგლო-საქსურ ფილოსოფიაზე“.

  •  

    „ჰეგელიანიზმი XX საუკუნის იტალიურ ფილოსოფიაში“.

09.10.2019

2019 წლის 4-5 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი - „გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია“. კურსს უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. კურსს ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, ასევე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები. კურსი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. 

05.10.2019

2019 წლის 3 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა 2019-2020 აკადემიური წლის გახსნისა და 2019 წლის კურსდამთვრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია. ღონისძიების ფარგლებში პირველი კურსის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და საპატიო სტუმრებმა პროფესორმა ჯაკომო რინალდიმ (ურბინო, იტალია) და პროფესორმა ჰელმუტ შნაიდერმა (კასელი, გერმანია). ცერემონიაზე უნივერსიტეტის რექტორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ქრისტიანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს მაგისტრის დიპლომები გადასცა.

03.10.2019

2019 წლის 27 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ბოხუმი/გერმანია) პრორექტორი მეცნიერული კვლევებისა და სამეცნიერო ტრანსფერის განხრით, კლინიკური ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის პროფესორი სინურ გადერი. პროფ. გადერის შეხვდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი, პროფ. თენგიზ ირემაძე და ამავე არქივის კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე, პროფ. ლალი ზაქარაძე. შეხვედრის დროს საუბარი იყო სტუდენტთა ერთობრივი გაცვლითი პროგრამების შემდგომის სრულყოფისა და განვითარების საკითხებზე; გარდა ამისა, ამ ორი ინსტიტუციის აკადემიური პერსონალის ერთობრივი მონაწილეობით მოეწყობა სამეცნიერო კონფერენციები და გამოიცემა სამეცნიერო კვლევების კრებული. სამომავლოდ, ასევე, დაიგეგმა პროფ. გადერის ლექცია-სემინარების სერია ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოტრავმატოლოგიისა და მიგრანტების/დევნილების ფსიქიკური იდენტობის პრობლემების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივსა და გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის რამდენიმე წელია, რაც თანამშრომლობის მემორანდუმი არსებობს, რომლის შედეგადაც ამ ორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-მკვლევართა ნაშრომები გამოიცა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში.

27.08.2019

2019 წლის 31 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ უდო რაინჰოლდ იეკის წიგნის - „ვახტანგ გორგასალი - ქრისტიანი ფილოსოფოსი მეფე“ - პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მიერ. რედაქტორები: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ლალი ზაქარაძე, თენგიზ ირემაძე. ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, სასულიერო პირები, ქ. ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და პედაგოგები. 

უდო რაინჰოლდ იეკი არის ბოხუმის რურის უნივერსიტეტისა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით. პროფ. იეკი არის პლატონიზმის, არისტოტელიზმისა და ნეოპლატონიზმის ცნობილი მკვლევარი. იგი არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. რამდენიმე წელია პროფესორი იეკი მუშაობს ქართული ფილოსოფიის ისტორიის საკითხებზე.

31.07.2019

2019 წლის 29 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის ღია სხდომა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ექვსი სამაგისტრო ნაშრომი, სამი ქრისტიანული ფილოსოფიისა და სამი ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებით. კომისიამ შეაფასა სამაგისტრო ნაშრომები და მაგისტრობის კანდიდატებს მიანიჭა ფილოსოფიის მაგისტრისა და ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხები.

29.08.2019

სორბონის უნივერიტეტის (პარიზი VIII) პროფესორ ნორბერტ ვასცეკს, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევარის წოდება მიენიჭა. 2019 წლის 17 ივლისს, უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა პროფ. ვასცეკს საზეიმოდ გადასცა საპატიო მკვლევარის დიპლომი. 

ნორბერტ ვასცეკმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა კემბრიჯის უნივერსიტეტში 1984 წელს. სხვადასხვა წლებში  იყო ოკლანდის, ერლანგენის, როუენისა და ბოხუმის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. 2003 წლიდან დღემდე, არის სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი იდეების ისტორიის მიმართულებით. იგი არის 21 მონოგრაფიისა და 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. პროფესორ ვასცეკის კვლევისა და სწავლების სფეროებია: XVIII-XIX საუკუნეების იდეების ისტორია, ევროპული განმანათლებლობა, გერმანული იდეალისტური ფილოსოფია და ევროპული ლიტერატურა.

18.07.2019

2019 წლის 14-17 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ზაფხულის სკოლა იდეების ისტორიაში (თავისუფლება - სამართლიანობა - სახელმწიფო). სკოლას უძღვებოდა სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი ნორბერტ ვასცეკი, რომელმაც ქართველ კოლეგებთან ერთად წაიკითხა მოხსენებები ახალი დროის და თანამედროვე პოლიტიკური იდეების შესახებ. ზაფხულის სკოლაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 20 უმაღლესი სასწავლებლის 70-მდე სტუდენტი. ზაფხულის სკოლის ფარგლებში გაიმართა 4 სესია და შემაჯამებელი დისკუსია. დახურვის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და პროფესორმა ნორბერტ ვასცეკმა. დახურვის ცერემონიის დასასრულს ზაფხულის სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

17.07.2019