სიახლეები

დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის ლექცია: „ქრისტიანული ქორწინების ევქარისტიული კონტექსტი“

17.02.2020

2020 წლის 17 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პროფესორის დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის ლექცია თემაზე: „ქრისტიანული ქორწინების ევქარისტიული კონტექსტი“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და ისაუბრა წმ. ვლადიმირის სემინარიასა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.