სიახლეები

შეხვედრა აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებთან

05.02.2020

2020 წლის 5 თებერვალს, გაიმართა შეხვერდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს შორს. შეხვედრაში ასუ-ს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი პროფ. თენგიზ ირემაძე და არქივის დირექტორის მოადგილე, ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი. აშშ-ს საელჩოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი, საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ხუან ხოსე აპარისიო, სპეციალისტი პოლიტიკის საკითხებში მედიკო ქოჩორაძე, განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი ირაკლი მალანია. შეხვედრა გაიმართა ა/ო „სექტორი 3“-ის ოფისში. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა აშშ-ს საელჩოსა და ასუ-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.