სიახლეები

სორბონის უნივერიტეტის (პარიზი VIII) პროფესორ ნორბერტ ვასცეკს, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევარის წოდება მიენიჭა. 2019 წლის 17 ივლისს, უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა პროფ. ვასცეკს საზეიმოდ გადასცა საპატიო მკვლევარის დიპლომი. 

ნორბერტ ვასცეკი სხვადასხვა წლებში  იყო ოკლანდის, ერლანგენის, როუენისა და ბოხუმის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. 2003 წლიდან დღემდე, არის სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი. იგი არის 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი კვლევის სფეროებია: XVIII-XIX საუკუნეების იდეების ისტორია, ევროპული განმანათლებლობა, გერმანული იდეალისტური ფილოსოფია და ევროპული ლიტერატურა.

18.07.2019

2019 წლის 14-17 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ზაფხულის სკოლა იდეების ისტორიაში (თავისუფლება - სამართლიანობა - სახელმწიფო). სკოლას უძღვებოდა სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი ნორბერტ ვასცეკი, რომელმაც ქართველ კოლეგებთან ერთად წაიკითხა მოხსენებები ახალი დროის და თანამედროვე პოლიტიკური იდეების შესახებ. ზაფხულის სკოლაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 20 უმაღლესი სასწავლებლის 70-მდე სტუდენტი. ზაფხულის სკოლის ფარგლებში გაიმართა 4 სესია და შემაჯამებელი დისკუსია. დახურვის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და პროფესორმა ნორბერტ ვასცეკმა. დახურვის ცერემონიის დასასრულს ზაფხულის სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

17.07.2019

2019 წლის 29 ივნისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე „საქართველოს ადგილი და როლი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში“. სემინარს უძღვებოდნენ: ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; კახა გოგოლაშვილი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

29.06.2019

2019 წლის 28 ივნისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია: 

მიტროპოლიტი კალისტე (უეარი) - მართლმადიდებლობა და ჩვენი დრო. რედაქტორები: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), თენგიზ ირემაძე, გიორგი ხუროშვილი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, სასულიერო პირები და ქ. ფოთის საზოგადოების წარმომადგენლები. პრეზენტაციის დასასრულს დამსწრეებს წიგნი საჩუქრად გადაეცათ. 

28.06.2019

2019 წლის 27 ივნისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ქრისტიანული ანთროპოლოგია - იდეები და პარადიგმები“. კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ათმა მაგისტრანტმა. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა ქრისტიანული ანთროპოლოგიის საეტაპო მნიშვნელობის ავტორები, იდეები და კონცეფციები. კონფერენციის დასასრულს, წაკითხული მოხსენებების შესახებ, ვრცელი დისკუსია გაიმართა. 

27.06.2019

2019 წლის 22 ივნისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სოციალური გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია - „ქ. ფოთის მაცხოვრებლების საჭიროებების და განწყობების კვლევა“. კვლევა მომზადდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიის მიერ. პრეზენტაციას უძღვებოდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და სასულიერო პირები. 

22.06.2019

2019 წლის 30 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია: „ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან - კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი“. კრებულის რედაქტორები: თენგიზ ირემაძე, ჰელმუტ შნაიდერი, გიორგი ხუროშვილი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ქ. ფოთის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საჯარო სკოლების პედაგოგები. პრეზენტაციის დასასრულს ახალი გამოცემა დამსწრეებს საჩუქრად გადაეცათ. 

30.05.2019

2019 წლის 29 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის ლექცია: „მოძღვრება ტრანსცენდენტალიების შესახებ: მშვენიერება, ჭეშმარიტება, თავისუფლება“. ლექციის ფარგლებში პროფესორმა შნაიდერმა მშვენიერების, ჭეშმარიტებისა და თავისუფლების იდეები განიხილა ესთეტიკის, ხელოვნებისა და იდეალისტური ფილოსოფიის კონტექსტში. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

29.05.2019

2019 წლის 24-25 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დოქტორანტთა I ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 18 დოქტორანტი ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერების, ისტორიისა და ფილოლოგიის სფეროებიდან. კონფერენცია გახსნეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფ. თენგიზ ირემაძემ. კონფერენციაზე გამართულ დისკუსიებში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები.

25.05.2019

2019 წლის 23 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა ასოციაციის ღონისძიება - პრეზენტაცია თემაზე: „საფილოსოფიო-საღვთისმეტყველო განათლება და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საქმიანობა“. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქ. ფოთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

23.05.2019