News

2020 წლის 11 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა გამართა ონლაინ დისკუსია თემაზე: „ფილოსოფია და თანამედროვე სამყაროს გამოწვევები“. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის დოქტორანტები და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მკვლევრები: არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, გიორგი კაპანაძე, დეკანოზი ამბროსი ხოშტარია, ნიკოლოზ კოპალეიშვილი, გიორგი გოგუა, თეა ვადაქარია, ბესიკ მაშავა და გიორგი გველესიანი. დისკუსიას უძვებოდა ამავე უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი გიორგი ხუროშვილი.

11.05.2020

2020 წლის 22 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სოციალური გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია: „ბულინგის პრობლემა მოზარდებში“. კვლევა მომზადდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიის მიერ. კვლევის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტები. პრეზენტაციას უძღვებოდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები, სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.

22.02.2020

2020 წლის 20 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარიის პროფესორთან, დეკანოზ ფილიპ ლემასტერსთან. შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი პროფ. თენგიზ ირემაძე და არქივის დირექტორის მოადგილე, ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი განხილული იქნა წმ. ვლადიმირის სემინარიასთან თანამშრომლობის გეგმები. 

20.02.2020

2020 წლის 19 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პროფესორის დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის მესამე ლექცია თემაზე: „სხვა რელიგიათა აღმსარებლებთან მშვიდობისმყოფელი ურთიერთობის რესურსები მართლმადიდებლობაში“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები.

 
19.02.2020

2020 წლის 18 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პროფესორის დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის მეორე ლექცია თემაზე: „ევქარისტიული თემის პოლიტიკური მოწმობა და სოციალური მსახურება“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები.

18.02.2020

2020 წლის 17 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პროფესორის დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის ლექცია თემაზე: „ქრისტიანული ქორწინების ევქარისტიული კონტექსტი“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და ისაუბრა წმ. ვლადიმირის სემინარიასა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

17.02.2020

2020 წლის 5 თებერვალს, გაიმართა შეხვერდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს შორს. შეხვედრაში ასუ-ს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი პროფ. თენგიზ ირემაძე და არქივის დირექტორის მოადგილე ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი. აშშ-ს საელჩოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი, საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ხუან ხოსე აპარისიო, სპეციალისტი პოლიტიკის საკითხებში მედიკო ქოჩორაძე, განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი ირაკლი მალანია. შეხვედრა გაიმართა ა/ო „სექტორი 3“-ის ოფისში. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა აშშ-ს საელჩოსა და ასუ-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. 

05.02.2020

2020 წლის 31 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ახლაგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია: „კლიმენტ ალექსანდრიელი - ქრისტიანული ფილოსოფიის ფუძემდებელი“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის II კურსის მაგისტრანტები: ლაშა ხალვაში, ქრისტინე სალუქვაძე, რუსა ზოიძე, ანა შერვაშიძე, გიორგი ჭანიძე, დეკანოზი ილია ლომაია და მღვდელი დავით ლომთაძე. კონფერენციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. კონფერენცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

31.01.2020

2020 წლის 30 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორი ახალი გამოცემის პრეზენტაცია:

  • თენგიზ ირემაძე - იოანე პეტრიწი, ინგლისურიდან თარგმნა ბესიკ მაშავამ.
  • ჰანს-გეორგ გადამერი - ყოფიერება-სული-ღმერთი, ინგლისურიდან თარგმნა მიხეილ გოგატიშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

30.01.2020

2020 წლის 25 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, დოქტორი კაუპო კანდის ლექცია თემაზე: „ჰააგის სასამართლოს საქმიანობა საქართველოში“. დოქტორმა კანდიმ, ლექციის ფარგლებში, ისაუბრა ჰააგის სასამართლოს საქმიანობაზე საქართველოში და მსოფლიოში. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

25.01.2020