News

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი მონაწილეობას იღებს მორიგ კვლევით პროექტში „ფერთა თეორია ისტორიციზმსა და იდეალიზმს შორის“, რომელიც ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკოლა ლოპერფიდოს (ურბინოს უნივერსიტეტი, იტალია) ინიცირებით ხორციელდება. ეს პროექტი ეხება იდეალისტური აზროვნებისა და ნატურფილოსოფიის გადაკვეთის წერტილებს და მიზნად ისახავს ფერთა თეორიის პრობლემატიკის წარმოდგენასა და კრიტიკულ ანალიზს გ. ვ. ფ. ჰეგელის აზროვნების ჭრილში. კერძოდ, მასში გაკრიტიკებულია ფრანგი ისტორიკოსისა და სოციოლოგის, მიშელ პასტუროს (დაბ. 1947 წ.) ისტორიცისტული ხედვები, რომლებსაც პროფ. რინალდი აბსოლუტური იდეალიზმის ჩამოყალიბებულ ჭეშმარიტების კატეგორიას უპირისპირებს. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ პროექტი რელატივისტური თეორიებისა და ობიექტური, ჭეშმარიტებაზე ორიენტირებული ხედვების შეპირისპირებას (ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ) ახდენს. პროფ. რინალდი, ისტორიციზმის ცვალებადი, რელატიური მოცემულობების მძაფრი კრიტიკის შუქზე, ყოფიერების მატერიალური გამოვლინებების - ფერების - დიალექტიკური ონტოლოგიის ჭრილში ახსნას ცდილობს.

02.05.2026

2026 წლის 21 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია. ცერემონიაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, უნივერსიტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 11 კურსდამთავრებულს გადაეცა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დიპლომი, 3 კურსდამთავრებულს კი ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დიპლომი. ვულოცავთ ჩვენ კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან აკადემიურ წარმატებას.

21.02.2026

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ირემაძე 2026 წლის 24-31 იანვარს პროფ. ტომ კლეფმანის მიწვევით სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა კასელის უნივერსიტეტში (გერმანია). მან მიწვეული პროფესორის სტატუსით ლექცია-სემინარები ჩაატარა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და კულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტზე „რწმენისა და ცოდნის“ და „თეოლოგიური ეთიკის“ შესახებ, ხოლო 2026 წლის 30 იანვარს კი სამეცნიერო კონფერენციაზე „რწმენა და გონება“ წაიკითხა ვრცელი მოხსენება თემაზე: „რწმენა და გონება მართლმადიდებლურ ტრადიციაში“. 

01.02.2026

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ ირემაძემ 2025 წლის 14 ნოემბერს პარიზში, Ecole Pratique des Hautes Etudes-ში, წაიკითხა ვრცელი მოხსენება თემაზე: „პითაგორა საქართველოში. პითაგორას აზროვნების რეცეფციისა და ტრანსფორმაციის შესახებ“. ეს სამეცნიერო ღონისძიება ჩატარდა დიდი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის - „პითაგორა აღმოსავლეთში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროექტი „ადამიანის შემსწავლელი მეცნიერებების ფონდის“ (Fondation Maison des sciences de l’homme) მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს პითაგორასა და პითაგორეიზმის შემსწავლელი საააზროვნო ტრადიციებისა და სპეციალისტების ერთობლივ სამეცნიერო ღონისძიებათა ვრცელ სერიას, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

15.11.2025

2025 წლის 31 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია (მისი გაუქმება და აღდგენა)“.

31.07.2025

2025 წლის 29-30 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტთა სამეცნიერო კოლოქვიუმი. კოლოქვიუმზე მოხსენებები წარადგინეს შემდეგმა დოქტორანტებმა: არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, გიორგი ქავთარაძე, მირიან გუნია, ბექა ძოწენიძე, ვახტანგ ჯიჯიეშვილი. კოლოქვიუმზე განხილული იქნა მიმდინარე სადოქტორო კვლევების შედეგები და გამოწვევები. კოლოქვიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორები. კოლოქვიუმი აქტიური დისკუსიის თანახლებით მიმდინარეობდა.

30.07.2025

2025 წლის 28 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), არქიმანდრიტი დიონისე (გვიმრაძე), ნიკოლოზ კოპალეიშვილი - წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი. საღვთისმეტყველო ნარკვევები მისი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ. წიგნი წარადგინეს ავტორებმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ წიგნის რედაქტორი, პროფ. თენგიზ ირემაძე, უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევრები.

28.07.2025
2025 წლის 26 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის საჯარო სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა 14 სამაგისტრო ნაშრომი. კომისიის გადაწყვეტილებით ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ შემდეგ მაგისტრანტებს: ეკა ცხვარიაშვილი, ია როგავა, მარიკა ჩხიკვიშვილი, თამარ ადამია, ნინო მანელიშვილი, თამარ მიქელაძე, უსუპი ბიწაძე, თამარ მდივანი, ნინო ომიაძე, თამთა სვანიძე, თეონა მენაფირე. ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ შემდეგ მაგისტრანტებს: დეკანოზი იოსებ კიკნაძე, დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი, მღვდელი ვახტანგ ყიასაშვილი. 
 
 
 
26.07.2025

2025 წლის 5 ივნისს, ქ. რომში გაიმართა ნიკეის კრების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სესია: „ნიკეა და წმინდა სამება“, სესიას თავმჯდომარეობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუროშვილი. სესიის მუშაობაში მონაწილოებას იღებდნენ ქრისტიანული თეოლოგიისა და ისტორიის მკვლევრები აშშ-დან, იტალიიდან და გაერთიანებული სამეფოდან. 

08.06.2025

2025 წლის 4-7 ივნისს, რომში გაიმართა მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია, რომელიც ნიკეის კრების 1700 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, მიხეილ გოგატიშვილი, ირაკლი კახიძე და გიორგი ხუროშვილი. კონფერენციაში მონაწილეობდა 200-ზე მეტი მკვლევარი 20 ქვეყნიდან. 

07.06.2025