სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია (მისი გაუქმება და აღდგენა)“
2025 წლის 31 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია (მისი გაუქმება და აღდგენა)“.
კონფერენციის პროგრამა:
ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი თენგიზ ირემაძე (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი) - კონფერენციის გახსნა და შესავალი სიტყვა.
ასისტენტ-პროფესორი, არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი) - შესავალი მოხსენება: ავტოკეფალიის სამართლებრივ-თეოლოგიური საზრისი.
ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლევან ტყეშელაშვილი (გელათის სასულიერო აკადემია) - პლენარული მოხსენება: „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება“ (მცხეთისა და აფხაზეთის საკათალიკოსოს მეთაურთა გადასახლება - კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე და მიტროპოლიტები დოსითეოს წერეთელი და ექვთიმე შარვაშიძე).
ისტორიის დოქტორი, პროფესორი ირაკლი ლორთქიფანიძე (გელათის სასულიერო აკადემია) - პლენარული მოხსენება: „ქართველი ავტოკეფალისტები“ (საარქივო დოკუმენტები საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ).
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, (ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი) - შემაჯამებელი მოხსენება.
დასკვნითი დისკუსია და კონფერენციის დასასრული:
ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი/გრუნი)
ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი ლალი ზაქარაძე (ბსუ/ახალი საქართველოს უნივერსიტეტი)
ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ხუროშვილი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი)