განცხადებები

განცხადებები

2018 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, გაიმართება პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. დასწრება თავისუფალია.

განცხადებები

ზოგადი ინფორმაცია: 2018 წლის 13-17 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გამართავს ზაფხულის სკოლას ქრისტიანულ ფილოსოფიაში, რომლის ფარგლებშიც 3 დღის განმავლობაში (14, 15, 16 ივლისი) გაიმართება ლექციებისა და სემინარების ციკლი დიდი ქრისტიანი მოაზროვნეების (მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი) შესახებ.

განცხადებები

2018 წლის 26 მაისს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.) და მისი სააზროვნო ჰორიზონტები - ფილოსოფია და პოლიტიკა“. კონფერენცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს.

 

განცხადებები

2018 წლის 21 მაისს, 16:30 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში, გაიმართება სამეცნიერო სექციის „ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“ მორიგი ღონისძიება: კონფერენცია თემაზე „გრიგოლ ნოსელის ქრისტიანული ანთროპოლოგია“. 

განცხადებები

2018 წლის 8 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი ქრისტიანული ეთიკის შესახებ. სემინარს გაუძღვება პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი. 

განცხადებები

25-26 აპრილს ასოცირებული პროფესორი გიორგი თავაძე ჩაატარებს სემინარს იმანუელ კანტის ნაშრომზე „მარადიული მშვიდობისაკენ“.

სემინარის დაწყების დრო: 11.00 სთ, მინი-საკონფერენციო დარბაზი ან შეხვედრების ოთახი

 

სემინარის გეგმა:

25 აპრილი

ნაშრომის შექმნის კონტექსტი

შესავალი დებულებები მარადიული მშვიდობის შესახებ

განმსაზღვრელი დებულებები მარადიული მშვიდობის შესახებ

პარალელები - თომას ჰობსი, ჟან-ჟაკ რუსო, თომას პეინი, თომას ჯეფერსონი, ჯონ ადამსი, ჯეიმს მედისონი, ჯონ როლსი

ისტორიის ტელეოლოგისტური გაგება კანტთან

 

26 აპრილი

ფილოსოფიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართება

საჯარო სივრცის მნიშვნელობა კანტთან

პოლიტიკისა და მორალის თავსებადობა/შეუთავსებლობა

მარადიული მშვიდობა - იდეალი თუ განუხორციელებელი უტოპია?

განცხადებები

21 აპრილს, 11:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ექსარქიის მღვდელმთავრის, ეპისკოპოს საბა ინწკირველის საჯარო ლექცია თემაზე: "თანამედროვეობა და ეკლესია".

განცხადებები

27 მარტს, 20:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ამავე უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მონოგრაფიის - „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ - პრეზენტაცია. 
 

განცხადებები

2018 წლის 21 მარტს, 17:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ფილოსოფიის დოქტორის, პროფ. ლალი ზაქარაძის საჯარო ლექცია „კავკასიური ფილოსოფია: ახალი ფილოსოფიური პარადიგმა“.

განცხადებები

2018 წლის 15 თებერვალს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო ღონისძიებათა ციკლის, „ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“, მორიგი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ადრეული ეპოქის დიდ ქრისტიან მოაზროვნეს წმ. იუსტინე ფილოსოფოსს.