განცხადებები
განცხადებები
2018 წლის 31 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბატონ იოშ დოუმასთნ.
განცხადებები
2018 წლის 31 ოქტომბერს, უნივერსიტეტს ეწვევა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქ-ნი ვიქტორია ჰორვატი, რომლის ფარგლებშიც, 13:30 საათზე, გაიმართება შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან.
განცხადებები
2018 წლის 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოში მიღვაწე თეოლოგების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და სტუდენტების შეხვედრა დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეართან.
განცხადებები
2018 წლის 9 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეარისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც მიტროპოლიტი კალისტე წაიკითხავს საზეიმო მოხსენებას თემაზე „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“.
განცხადებები
2018 წლის 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი თემაზე: „ნაციონალიზმი და თანამედროვეობა“. სემინარს გაუძღვება ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, იოახიმ ფონ ვედელი.
განცხადებები
2018 წლის 18-19 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში - რუსული ევრაზიიზმის იდეა“.
განცხადებები
ცხადდება საბუთების მიღება სამაგისტრო პროგრამებზე
ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 3 სექტემბრიდან 2018 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00 საათამდე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დეკანატში (მისამართი: გურიის ქუჩა 1, ქალაქი ფოთი).
განცხადებები
2018 წლის 28 ივლისს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის - „ჟან გრონდენი: რელიგიის ფილოსოფია“ - პრეზენტაცია, წიგნი ფრანგულიდან თარგმნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ.
განცხადებები
2018 წლის 26 ივლისს, 17:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი დოსითეოსის (ბოგვერაძე) საჯარო ლექცია თემაზე: „მართლმადიდებლობა დიასპორაში - თანამედროვე გამოწვევები“.
განცხადებები
2018 წლის 27 ივლისს, 11:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.