განცხადებები

განცხადებები

2018 წლის 8 თებერვალს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი თემაზე „ეკლესია და სახელმწიფო“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. 

განცხადებები

2018 წლის 7 თებერვალს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის იოახიმ ფონ ვედელის პროფესორად ინაუგურაციის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პროფ. ვედელი წაიკითხავს საინაუგურაციო  მოხსენებას: „მითოსი პოლიტიკაში“. 

განცხადებები

2018 წლის 6 თებერვალს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო სემინარი კულტურის ფილოსოფიის შესახებ. სემინარს გაუძღვება პროფესორი იოახიმ ფონ ვედელი. 

განცხადებები

2018 წლის 5 თებერვალს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო სემინარი ისლამური ფილოსოფიის შესახებ. სემინარს გაუძღვება პროფესორი იოახიმ ფონ ვედელი. 

განცხადებები

2018 წლის 30 იანვარს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ასოც. პროფესორ მაგდა მჭედლიძის მოხსენება თემაზე: „იოანე პეტრიწის 'განმარტების' ტექსტის კრიტიკისათვის“.  მაგდა მჭედლიძე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მკვლევარი. 

განცხადებები

2017 წლის 18 დეკემბერს, 11:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია თემაზე: „ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები: ნეტარი ავგუსტინე“. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგებიან ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტები. 

განცხადებები

2017 წლის 5 დეკემბერს, 12:00 საათზე,  ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის („ქრისტიანობა და თანამედროვეობა“) ფარგლებში, გაიმართება თეოლოგიის დოქტორის დეკანოზ ალექსი ქშუტაშვილის მოხსენება თემაზე „ბიოეთიკის საკითხები საეკლესიო სამართლის კონტექსტში“.

განცხადებები

2017 წლის 16 ნოემბერს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის („ქრისტიანობა და თანამედროვეობა“) ფარგლებში გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნოდარ ბელქანიას მოხსენება თემაზე: „ადამიანის ბიოგრაფია: პიროვნების ბიოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი განვითარება“.

განცხადებები

2017 წლის 15 ნოემბერს, 16:00 საათზე,  გაიმართება ასოც. პროფ. გიორგი თავაძის მოხსენება თემაზე: „რელიგიური ფუნდამენტალიზმის იდეოლოგიური საფუძვლები“. 

განცხადებები

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება დოქტორ დეტლეფ ფონ დანიელსის ლექცია თემაზე: „პოპულიზმის კრიტიკა პლატონთან“. ბატონი დანიელსი არის ბერლინ-ბრანდენბურგის აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი და სამართლისა და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის კოორდინატორი.