განცხადებები
განცხადებები
2017 წლის 16 ნოემბერს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის („ქრისტიანობა და თანამედროვეობა“) ფარგლებში გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნოდარ ბელქანიას მოხსენება თემაზე: „ადამიანის ბიოგრაფია: პიროვნების ბიოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი განვითარება“.
განცხადებები
2017 წლის 15 ნოემბერს, 16:00 საათზე, გაიმართება ასოც. პროფ. გიორგი თავაძის მოხსენება თემაზე: „რელიგიური ფუნდამენტალიზმის იდეოლოგიური საფუძვლები“.
განცხადებები
24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება დოქტორ დეტლეფ ფონ დანიელსის ლექცია თემაზე: „პოპულიზმის კრიტიკა პლატონთან“. ბატონი დანიელსი არის ბერლინ-ბრანდენბურგის აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი და სამართლისა და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის კოორდინატორი.
განცხადებები
26 სექტემბერს, 16:00 საათზე, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროფესორ ჯაკომო რინალდის (ურბინოს უნივერსიტეტი, იტალია) ლექცია თემაზე: „ჰეგელის თვითცნობიერების ფილოსოფიის მეტაფიზიკური წანამძღვრები“.
განცხადებები
2017 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ფილოსოფია და ქრისტიანობა - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“. კონფერენციის ორგანიზატორია ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის შემოქმედების ცნობილი უცხოელი მკვლევარები (ფილოსოფოსები, თეოლოგები, სოციალური მეცნიერებების წარმომამდგენლები). კონფერენციის პროგრამა იხ. აქვე: Geo Eng
განცხადებები
ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დეკანატში (მისამართი: გურიის ქუჩა 1, ქალაქი ფოთი).
განცხადებები
2017 წლის 21 ივნისს, 14.00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის ფარგლებში, გაიმართება დეკანოზ ლევან მათეშვილის მოხსენება თემაზე: „რელიგიური განათლების პრობლემა სეკულარულ გარემოში (საჯარო სკოლების მაგალითზე)“.
განცხადებები
2017 წლის 5-7 ივნისს პროფ. ჰელმუტ შნაიდერი ჩაატარებს ლექცია-სემინარებს ჰეგელის ესთეტიკის შესახებ.
ღონისძიებების ჩატარების განრიგი:
5 ივნისი, 17.00 სთ., კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზი
ჰეგელის ესთეტიკა - ხელოვნების მეტაფიზიკა და ისტორია (მოხსენება)
6 ივნისი, 12.00 სთ., კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზი
ჰეგელის ესთეტიკა: რჩეული ფრაგმენტების განხილვა (სემინარი)
7 ივნისი, 16.00 სთ., კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზი
ჰეგელის ესთეტიკა: რჩეული ფრაგმენტების განხილვა (სემინარი)
განცხადებები
2017 წლის 23 მაისს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მორიგი ღონისძიება - ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერი“.