განცხადებები

განცხადებები

რელიგიის კვლევების ევროპული საუნივერსიტეტო კონსორციუმი RESILIENCE, რომელსაც ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გასულ წელს შეუერთდა, აცხადებს რელიგიის კვლევებით დაინტერესებულ მკვლევართა მობილობის 2024 წლის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში მკვლევრებს საშუალება ექნებათ ეწვიონ პარტნიორი ორგანიზაციების ბიბლიოთეკებს და არქივებს თავიანთი კვლევითი პროექტის განხორციელებისათვის. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მაისი. პრეს-რელიზი იხილეთ აქ.

განცხადებები

2024 წლის 27 თებერვალს 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება გიორგი კაპანაძის დისერტაციის დაცვა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
 
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. თენგიზ ირემაძე

განცხადებები

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დეკანატში (მისამართი: გურიის ქუჩა 1, ქალაქი ფოთი).

განცხადებები

2023 წლის ივნისში ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება უცხოელ პროფესორთა ლექციებისა და მოხსენებების ციკლი. პროგრამა იხილეთ აქ. 

განცხადებები

2022 წლის 18 სექტემბერს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება პროფ. დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიას საარქივო მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

განცხადებები

2022 წლის 17 სექტემბერს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროფ. ქრისტოს იანარასის შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, შეხვედრა შედგება დისკუსიის ფორმატით.

განცხადებები

2022 წლის 16 სექტემბერს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პროფ. ქრისტოს იანარასს მიენიჭება საპატიო დოქტორის წოდება.

განცხადებები

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დეკანატში (მისამართი: გურიის ქუჩა 1, ქალაქი ფოთი).

განცხადებები

2022 წლის 25 ივლისს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტ ნიკოლოზ კოპალეიშვილის სადოქტორო დისერტაციის საჯარო დაცვა.
 
სადისერტაციო თემა: „ნეტარი ავგუსტინეს ფილოსოფიური ანთროპოლოგია“.
 
სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი: პროფ. თენგიზ ირემაძე.
 
 
 

განცხადებები

2022 წლის 17 ივნისს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის ღია სხდომა. რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებით შესრულებული სამაგისტრო ნაშრომები.