განცხადებები
განცხადებები
2017 წლის 9 მაისს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ლონდონის კონფლიქტებისა და სახელმწიფოებრიობის საინფორმაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ დენის სამუტის საჯარო ლექცია თემაზე:„სამხრეთ კავკასია მომდევნო ათწლეულში: ფრაგმენტაცია, ინტეგრაცია თუ იზოლაცია?“
განცხადებები
2017 წლის 27 აპრილს, 13:00 საათზე, ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „სოციალური მედია და თანამედროვე საზოგადოება“.
მოხსენება გაიმართება მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში.
განცხადებები
2017 წლის 4 აპრილს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ინტერდისციპლინური სამეცნიერო დისკუსია თემაზე „ქრისტიანობა და თანამედროვე მეცნიერება“. დისკუსიას გაუძღვებიან ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: გიორგი თავაძე და გიორგი ხუროშვილი.
განცხადებები
2017 წლის 4 აპრილს, 17:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის ბ-ნი უილიამ ლაჰიუს საჯარო ლექცია თემაზე: „ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ნატო-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში“.
განცხადებები
2017 წლის 27 მარტს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვევა ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ბ-ნი იოს დოუმა. ელჩი დოუმა წაიკითხავს საჯარო ლექციას ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ.
განცხადებები
2017 წლის 15 მარტს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის ფარგლებში, გაიმართება საქართველოში ევროკავშირის მისიის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის დოქტორ კაუპო კანდის მოხსენება. მომხსენებელი ისაუბრებს ევროკავშირის მისიის მანდატის შესახებ, მისიის მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.
განცხადებები
2017 წლის 21 თებერვალს, 16:00 საათზე, მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში გაიმართება ასოცირებული პროფესორის გიორგი თავაძის მოხსენება თემაზე: „Homo sovieticus: აზროვნების დეგრადირება საბჭოთა კავშირში და მისი შედეგები“.
განცხადებები
31 იანვარს, 14:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი ჰეგელის პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ, რომელსაც გაუძღვება ჰეგელის ფილოსოფიის თვალსაჩინო მკვლევარი პროფ. ჰელმუტ შნაიდერი.
განცხადებები
2016 წლის 7 დეკემბერს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები გამართავენ პრეზენტაციას აშშ-ს მთავრობის მიერ შემოთავაზებული გაცვლითი პროგრამების შესახებ.
განცხადებები
2016 წლის 29 ნოემბერს, 18:00 საათზე, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მოხსენებები.