სიახლეები

მიტროპოლიტ გრიგოლის მონოგრაფიის - „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ - პრეზენტაცია

27.03.2018

2018 წლის 27 მარტს, 20:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მონოგრაფიის - „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ - პრეზენტაცია. მიტროპოლიტ გრიგოლის მონოგრაფია გამოსცა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა არქივმა და ის ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. მასში საგანგებოდ არის განხილული და გააანალიზებული ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენლის იონა ხელაშვილის (1778-1837 წწ.) ცხოვრება და შემოქმედება. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ქ. ფოთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.