სიახლეები

პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის ლექცია: „მოძღვრება ტრანსცენდენტალიების შესახებ: მშვენიერება, ჭეშმარიტება, თავისუფლება“.

29.05.2019

2019 წლის 29 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის ლექცია: „მოძღვრება ტრანსცენდენტალიების შესახებ: მშვენიერება, ჭეშმარიტება, თავისუფლება“. ლექციის ფარგლებში პროფესორმა შნაიდერმა მშვენიერების, ჭეშმარიტებისა და თავისუფლების იდეები განიხილა ესთეტიკის, ხელოვნებისა და იდეალისტური ფილოსოფიის კონტექსტში. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.