სიახლეები

კონფერენცია: „ქრისტიანული ანთროპოლოგია - იდეები და პარადიგმები“.

27.06.2019

2019 წლის 27 ივნისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ქრისტიანული ანთროპოლოგია - იდეები და პარადიგმები“. კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ათმა მაგისტრანტმა. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა ქრისტიანული ანთროპოლოგიის საეტაპო მნიშვნელობის ავტორები, იდეები და კონცეფციები. კონფერენციის დასასრულს, წაკითხული მოხსენებების შესახებ, ვრცელი დისკუსია გაიმართა.