უნივერსიტეტის მთავარი სამეცნიერო-სტრუქტურულ ერთეულია კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი პროცესის ფორმირებასა და განვითარებას. არქივი რეგულარულად აქვეყნებს სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომებსა და პერიოდულ გამოცემებს, ატარებს საერთაშორისო და რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციებს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფუნდამენტურ კვლევებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განხრით.