მიღების წესი

სამაგისტრო პროგრამა

უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

უნივერსიტეტში შემსვლელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ სპეციალურ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით და გამოქვეყნებულია მისაღები გამოცდების პროგრამებთან ერთად.

 

მაგისტრატურაში მიღების პროცედურა:

მაგისტრატურაში მიღება ცხადდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება ვებ გვერდით. მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიოს შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • განაცხადი სამაგისტრო პროგრამაზე დასაშვებად;
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან უმაღლესი სასწავლების მიერ გაცემული ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის შესახებ;
  • სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4) და 1 კომპაქტ-დისკზე.

უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, უნივერსიტეტის მიერ შიდა გამოცდების საფუძველზე (შედეგების მიხედვით). შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები ცხადდება შემდეგ საგნებში:

(ა) ფილოსოფიის საფუძვლები (მხოლოდ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის);

(ბ) ქრისტიანობის საფუძვლები;

(გ) უცხო ენა.

მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება უნივერსიტეტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის დადებული ხელშეკრულებითა და უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნული აქტის გამოცემის შემდეგ პირი ხდება უნივერსიტეტის სტუდენტი (მაგისტრანტი).