მიღების წესი

სადოქტორო პროგრამა

უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

დოქტორანტურაში მიღების პროცედურა:

დოქტურანტურაში მიღება ცხადდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება ვებ გვერდით.

საკონკურსო საბუთების ნუსხა: 

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • განაცხადი სადოქტორო პროგრამაზე დასაშვებად
  • CV (ერთ-ერთი სტანდარტული ფორმით) პირადი ხელმოწერით
  • დიპლომი, დანართთან ერთად (ასლი)
  • სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • 2 ფოტოსურათი (3X4) და 1 კომპაკტ დისკზე

უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება წინასწარი გასაუბრების შედეგად. დოქტორანტობის კანდიდატისთვის უნივერსიტეტის მიერ შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები. დოქტორანტურაში ჩარიცხვისას ყურადღება ექცევა აკადემიურ მოსწრებას (დიპლომის დანართს). დოქტორანტების ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით, სადოქტორო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით მოთხოვნებს ან/და შიდა გამოცდებს, ასევე ჩატარების ფორმასა და თარიღს, განსაზღვრავს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის წარდგინებით.

დოქტორანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება უნივერსიტეტსა და დოქტორანტობის კანდიდატს შორის დადებული ხელშეკრულებითა და უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნული აქტის გამოცემის შემდეგ პირი ხდება უნივერსიტეტის სტუდენტი (დოქტორანტი).