აბიტურიენტის გზამკვლევი
აბიტურიენტის გზამკვლევი
რატომ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა?
ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა დიდ სიახლეს წარმოადგენს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ეს პროგრამა საქართველოში მხოლოდ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს მაღალი დონის სპეციალისტთა მომზადებას, რომელთაც შეეძლებათ ქრისტიანული მართლმადიდებელი კულტურის ღრმა და ყოვლისმომცველი ფილოსოფიური ანალიზი. ამ ტიპის სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნა არსებობს ქართულ საუნივერსიტეტო და, საერთოდ, საჯარო სივრცეში, რადგან (საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის მავნებლური მემკვიდრეობის შედეგად) ქართული მართლმადიდებელი სარწმუნოების ადეკვატური/საფუძვლიანი ფილოსოფიურ-თეოლოგიური შესწავლა/ანალიზი ჯერ კიდევ არ განხორციელებულა. არადა, ამ ტრადიციის ჯეროვანი ცოდნა და გათავისება უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე.
აბიტურიენტის გზამკვლევი
ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადებას, რომლებიც ქრისტიანული სააზროვნო პერსპექტივის საფუძველზე შეძლებენ, სიღრმისეულად გააანალიზონ თანამედროვე სამყაროს და ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მათი კვლევის ადეკვატური მეთოდები გამოიყენონ.
აბიტურიენტის გზამკვლევი
რატომ ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა?
ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა დიდ სიახლეს წარმოადგენს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ეს პროგრამა საქართველოში მხოლოდ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური მკვლევარი-სპეციალისტების მომზადებას, რომელთაც შეეძლებათ ქრისტიანობის არსისა და ქრისტიანული კულტურის ღრმა ფილოსოფიური ანალიზი, რომელიც დაფუძნებული იქნება ინტერდისციპლინურ კვლევით მეთოდოლოგიაზე.