სიახლეები

უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქ-ნი ვიქტორია ჰორვატის ლექცია

31.10.2018

2018 წლის 31 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქ-ნი ვიქტორია ჰორვატი. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, შეხვდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს, რის შემდეგაც მან უნგრულ-ქართული პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ წაიკითხა ლექცია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის; ლექციას, ასევე, ესწრებოდნენ ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები და წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეები.