სიახლეები

ასისტენტ-პროფესორ გიორგი კაპანაძის საჯარო ლექცია

08.12.2018

2018 წლის 8 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ასისტენტ-პროფესორ გიორგი კაპანაძის ლექცია თემაზე: „სამართლიანობის გაგება თანამედროვე პოლიტიკურ ფილოსოფიაში“. ლექციის ფარგლებში ასისტენტ-პროფესორმა კაპანაძემ მიმოიხილა სამართლიანობის ცნების განვითარების ტენდენციები თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფოსების ნააზრევში. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.