განცხადებები

განცხადებები

2019 წლის 10 ოქტომბერს 17:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პროფესორ ჯაკომო რინალდის მიენიჭება კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება.

ღონისძიების ფარგლებში პროფესორი რინალდი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „XX საუკუნის იტალიური ფილოსოფიის მიმოხილვა და კრიტიკული შეფასება“.

ჯაკომო რინალდი არის ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი თეორიული ფილოსოფიის მიმართულებით. იგი არის 20-მდე მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის აღსანიშნად პროფ. რინალდი არჩეულია რამდენიმე სამეცნიერო და ფილოსოფიური საზოგადოების საპატიო წევრად. მისი ნაშრომები გამოქყვეყნებულია იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე.

განცხადებები

2019 წლის 7-9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გამართავს ჰეგელის სკოლას. სკოლას გაუძღვება ჰეგელის ფილოსოფიის ცნობილი იტალიელი მკვლევარი, ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი.

სკოლის ფარგლებში პროფესორი რინალდი წაიკითხავს შემდეგ ლექციებს:

  • „ჰეგელიანიზმის გავლენა თანამედროვე გერმანულ ფილოსოფიაზე“
  • „ჰეგელიანიზმის გავლენა თანამედროვე ანგლო-საქსურ ფილოსოფიაზე“

დასაწყისი: 7 ოქტომბერი, 14:00 სთ.

დასწრება თავისუფალია.

განცხადებები

2019 წლის 4-5 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდება პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი - „გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია“. კურსს გაუძღვება გერმანული იდეალიზმის თვალსაჩინო იტალიელი მკვლევარი, ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი.

განცხადებები

2019 წლის 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება 2019-2020 სასწავლო წლის გახსნისა და 2019 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცის წარმომადგენლები, ასევე, საპატიო სტუმრები: პროფ. ჯაკომო რინალდი (ურბინო, იტალია) და პროფ. ჰელმუტ შნაიდერი (კასელი, გერმანია).

განცხადებები

ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 2 სექტემბრიდან 2019 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ჰუმანიტარულ  და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ოფისში (მისამართი: გურიის ქუჩა 1, ქ. ფოთი).

განცხადებები

2019 წლის 31 ივლისს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ უდო რაინჰოლდ იეკის წიგნის - „ვახტანგ გორგასალი - ქრისტიანი ფილოსოფოსი მეფე“ - პრეზენტაცია. დასწრება თავისუფალია.

განცხადებები

2019 წლის 29 ივლისს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის ღია სხდომა. რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება  ქრისტიანული ფილოსოფიის და ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებით შესრულებული სამაგისტრო ნაშრომები.

განცხადებები

2019 წლის 14-17 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გამართავს ზაფხულის სკოლას იდეების ისტორიაში (თავისუფლება - სამართლიანობა - სახელმწიფო). სკოლას გაუძღვება სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი ნორბერტ ვასცეკი.

განცხადებები

2019 წლის 29 ივნისს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი თემაზე: „საქართველოს ადგილი და როლი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში“.

განცხადებები

2019 წლის 28 ივნისს, 17:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია:

მიტროპოლიტი კალისტე (უეარი) - მართლმადიდებლობა და ჩვენი დრო.