განცხადებები

განცხადებები

ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დეკანატში (მისამართი: გურიის ქუჩა 1, ქალაქი ფოთი).

 

განცხადებები

2017 წლის 21 ივნისს, 14.00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის ფარგლებში, გაიმართება დეკანოზ ლევან მათეშვილის მოხსენება თემაზე: „რელიგიური განათლების პრობლემა სეკულარულ გარემოში (საჯარო სკოლების მაგალითზე)“.

განცხადებები

2017 წლის 5-7 ივნისს პროფ. ჰელმუტ შნაიდერი ჩაატარებს ლექცია-სემინარებს ჰეგელის ესთეტიკის შესახებ.

ღონისძიებების ჩატარების განრიგი:

5 ივნისი, 17.00 სთ., კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზი

ჰეგელის ესთეტიკა - ხელოვნების მეტაფიზიკა და ისტორია (მოხსენება)

6 ივნისი, 12.00 სთ., კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზი

ჰეგელის ესთეტიკა: რჩეული ფრაგმენტების განხილვა (სემინარი)

7 ივნისი, 16.00 სთ., კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზი

ჰეგელის ესთეტიკა: რჩეული ფრაგმენტების განხილვა (სემინარი)

განცხადებები

2017 წლის 23 აისს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მორიგი ღონისძიება - ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერი.

განცხადებები

2017 წლის 9 მაისს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ლონდონის კონფლიქტებისა და სახელმწიფოებრიობის საინფორმაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ დენის სამუტის საჯარო ლექცია თემაზე:„სამხრეთ კავკასია მომდევნო ათწლეულში: ფრაგმენტაცია, ინტეგრაცია თუ იზოლაცია?“

განცხადებები

2017 წლის 27 აპრილს, 13:00 საათზე, ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „სოციალური მედია და თანამედროვე საზოგადოება“.

მოხსენება გაიმართება მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში.

განცხადებები

2017 წლის 4 აპრილს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ინტერდისციპლინური სამეცნიერო დისკუსია თემაზე „ქრისტიანობა და თანამედროვე მეცნიერება“. დისკუსიას გაუძღვებიან ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: გიორგი თავაძე და გიორგი ხუროშვილი. 

განცხადებები

2017 წლის 4 აპრილს, 17:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის ბ-ნი უილიამ ლაჰიუს საჯარო ლექცია თემაზე: „ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ნატო-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში“. 

განცხადებები

2017 წლის 27 მარტს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვევა ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ბ-ნი იოს დოუმა. ელჩი დოუმა წაიკითხავს საჯარო ლექციას ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ.