განცხადებები

განცხადებები

2019 წლის 27 ივნისს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში, გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „ქრისტიანული ანთროპოლოგია - იდეები და პარადიგმები“. დასწრება თავისუფალია.

განცხადებები

22 ივნისს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სოციალური გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია - „ქ. ფოთის მაცხოვრებლების საჭიროებების და განწყობების კვლევა“. კვლევა მომზადდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიის მიერ.

განცხადებები

2019 წლის 30 მაისს, 18:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია:

„ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან - კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი“.

განცხადებები

2019 წლის 29 მაისს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის ლექცია: „მოძღვრება ტრანსცენდენტალიების შესახებ: მშვენიერება, ჭეშმარიტება, თავისუფლება“. დასწრება თავისუფალია.

განცხადებები

2019 წლის 23 მაისს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კურსდამთავრებულთა ასოციაციის ღონისძიება - პრეზენტაცია თემაზე:

„საფილოსოფიო-საღვთისმეტყველო განათლება და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საქმიანობა“.

განცხადებები

2019 წლის 24-25 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება დოქტორანტთა I ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 18 დოქტორანტი ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერების, ისტორიისა და ფილოლოგიის სფეროებიდან. დასწრება თავისუფალია.

კონფერენციის დასაწყისი: 15:45 სთ., 24 მაისი, 2019.

 კონფერენციის პროგრამა 

 

განცხადებები

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი გამართავს სემინარებს:

  • 10 მაისი, 15:00 სთ. „მშვენიერების იდეა პლატონის ფილოსოფიაში“;
  • 11 მაისი, 13:00 სთ. „მშვენიერების იდეა პლატონიზმსა და ნეოპლატონიზმში“.

განცხადებები

2019 წლის 6 მაისს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) ლექცია „მართლმადიდებლობა და ჩვენი დრო“.

განცხადებები

2019 წლის 5 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის წარმომადგენელთა შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხები. 

განცხადებები

2019 წლის 5 მაისს, 11:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი ეთიკის თანამედროვე მოდელების შესახებ, სემინარს გაუძღვებიან პროფესორები დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია და მიხეილ გოგატიშვილი.