განცხადებები

განცხადებები

ზოგადი ინფორმაცია: 2019 წლის 14-17 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გამართავს ზაფხულის სკოლას იდეების ისტორიაში, რომლის ფარგლებშიც 3 დღის განმავლობაში (14, 15, 16 ივლისი) გაიმართება ლექციებისა და სემინარების ციკლი.

განცხადებები

2019 წლის 2 აპრილს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საჯარო ლექცია: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე“. დასწრება თავისუფალია.

განცხადებები

2019 წლის 23 მარტს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება დოქტორ დავით თინიკაშვილის ლექცია თემაზე: „აღმოსავლელი მამები აპოკატასტასისის შესახებ“.

განცხადებები

2019 წლის 22 მარტს, 14:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემების პრეზენტაცია:

  • მიტროპოლიტი კალისტე უეარი - შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა;
  • კრებული - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია.

განცხადებები

2019 წლის 18 მარტს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება 2018 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის I საზეიმო ცერემონია. 

განცხადებები

ზოგადი ინფორმაცია - 2019 წლის 24-25 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გამართავს დოქტორანტთა ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას ეროვნულ დონეზე,  რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მოხსენებები მათთვის პრიორიტეტული საკვლევი საკითხების შესახებ.

განცხადებები

2019 წლის 1 თებერვალს, 14:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ღონისძიება, კონფერენცია: „კავკასიური ფილოსოფია გვიანი ანტიკურობის ხანასა და შუა საუკუნეებში“. 

განცხადებები

2019 წლის 26 იანვარს, 14:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის კონფერენცია თემაზე: „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ინტერკულტურული კონტექსტი“. დასწრება თავისუფალია. 

განცხადებები

2018 წლის 27 დეკემბერს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სექციის („ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“) ფარგლებში გაიმართება კონფერენცია თემაზე: „წმ. გრიგოლ ნაზიანზელი - ბიზანტიური საღვთისმეტყველო ფილოსოფიის ფუძემდებელი“. 

განცხადებები

2018 წლის 24 დეკემბერს, 14:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სექციის („ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“) ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება წმ. არისტიდე ფილოსოფოსს.