განცხადებები

განცხადებები

2019 წლის 30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიენიჭება საპატიო დოქტორის წოდება. ცერემონიაზე მიტროპოლიტი იოანე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „მართლმადიდებლური თეოლოგია და თანამედროვე ანთროპოლოგია“.

განცხადებები

2019 წლის 19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის სემინარი: „სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემა ანტიკურ აზროვნებაში“. დასწრება თავისუფალია.

განცხადებები

2019 წლის 18 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორ ჯაკომო რინალდისთან. შეხვედრის ფარგლებში პროფ. რინალდი სერტიფიკატებს გადასცემს სამი კვირის განმავლობაში მის ხელმძღვანელობით გამართული ლექცია-სემინარების მონაწილეებს. 

განცხადებები

2019 წლის 17 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია:

თენგიზ ირემაძე - „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად“.

განცხადებები

2019 წლის 16 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება დოქტორანტთა სამეცნიერო კოლოქვიუმი თემაზე: „ჰეგელი და თანამედროვე ევროპული ფილოსოფია“. კოლოქვიუმს გაუძღვება ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. 

განცხადებები

2019 წლის 16 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება დოქტორანტთა სამეცნიერო კოლოქვიუმი თემაზე: „ჰეგელი და თანამედროვე ევროპული ფილოსოფია“. კოლოქვიუმს გაუძღვება ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. 

განცხადებები

2019 წლის 11-12 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფიის გაგება თანამედროვეობაში“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ფილოსოფიის პროფესორები საქართველოდან, გერმანიიდან და იტალიიდან. კონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ.

განცხადებები

2019 წლის 10 ოქტომბერს 17:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პროფესორ ჯაკომო რინალდის მიენიჭება კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება.

ღონისძიების ფარგლებში პროფესორი რინალდი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „XX საუკუნის იტალიური ფილოსოფიის მიმოხილვა და კრიტიკული შეფასება“.

ჯაკომო რინალდი არის ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი თეორიული ფილოსოფიის მიმართულებით. იგი არის 20-მდე მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის აღსანიშნად პროფ. რინალდი არჩეულია რამდენიმე სამეცნიერო და ფილოსოფიური საზოგადოების საპატიო წევრად. მისი ნაშრომები გამოქყვეყნებულია იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე.

განცხადებები

2019 წლის 7-9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გამართავს ჰეგელის სკოლას. სკოლას გაუძღვება ჰეგელის ფილოსოფიის ცნობილი იტალიელი მკვლევარი, ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი.

სკოლის ფარგლებში პროფესორი რინალდი წაიკითხავს შემდეგ ლექციებს:

  • „ჰეგელიანიზმის გავლენა თანამედროვე გერმანულ ფილოსოფიაზე“
  • „ჰეგელიანიზმის გავლენა თანამედროვე ანგლო-საქსურ ფილოსოფიაზე“

დასაწყისი: 7 ოქტომბერი, 14:00 სთ.

დასწრება თავისუფალია.

განცხადებები

2019 წლის 4-5 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდება პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი - „გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია“. კურსს გაუძღვება გერმანული იდეალიზმის თვალსაჩინო იტალიელი მკვლევარი, ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი.