News
ევროპელი ელჩები სტუმრად უნივერსიტეტში (EN)
2022 წლის 22 ნომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიიღო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები: დანიის სამეფოს ელჩი ქ-ნი ანე ტოფტ სორენსენი, შვედეთის სამეფოს ელჩი ბ-ნი ულრიკ ტიდესტრომი, ესტონეთის ელჩი ქ-ნი რინა კალიურანდი, ლიეტუვის ელჩი ბ-ნი ანდრიუს კალინდრა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს რეგიონალური დირექტორი ბ-ნი ვინსენტ დონტო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი თენგიზ ირემაძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დეკანოზი თევდორე ბასილაია. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობა და გამოიკვეთა აღნიშნულ საელჩოებთან თანამშრომლობის პერსპექტივები