News

შეხვედრა საერთაშორისო მართლმადიდებლური თეოლოგიური ასოციაციის (IOTA) ხელმძღვანელებთან (EN)

16.01.2023

2023 წლის 16 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და უნივერსიტეტის აკადემიურმა დელეგაციამ შეხვედრა გამართეს საერთაშორისო მართლმადიდებლური თეოლოგიური ასოციაციის (IOTA) ხელმძღვანელებთან და ბორდის წევრებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა უნივერსიტეტსა და IOTA-ს შორის აკადემიური თანამშრომლობის გეგმები და შეთანხმდა მათი განხორციელების ეტაპები. IOTA აერთიანებს მსოფლიოს ათობით ქვეყანაში მოღვაწე ასობით  მართლმადიდებელ მკვლევარსა და სწავლულს; ორგანიზაცია ხელს უწყობს  მკვლევრებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის კომუნიკაციასა და აკადემიურ გაცვლას.