News

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პრეზენტაცია ვოლოსში (EN)

13.01.2023

2023 წლის 13 იანვარს, ვოლოსში მიმდინარე მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის II კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პრეზენტაცია. პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა უნივერსიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა 2015 წლიდან დღემდე. პრეზენტაცია მოიცავდა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო, კვლევითი და საზოგადოებრივი პროექტების მიმოხილვას. პრეზენტაციას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუციების ფართო წარმომადგენლობა.