News

ქართული სესია - „მართლმადიდებლობა საქართველოში" - ვოლოსის საერთაშორისო კონფერენციაზე (EN)

13.01.2023

2023 წლის 13 იანვარს, ვოლოსში მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ეკლესიის მისია“ - ფარგლებში გაიმართა ქართული სესია „მართლმადიდებლობა საქართველოში". სესია სრულად დაეთმო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორთა მოხსენებებს.  სესიაზე წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები: პროფ. გიორგი ხუროშვილი - შესავალი მოხსენება: ქართული აზროვნების მთავარი იდეები; ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი - პლენარული მოხსენება: საქართველოს ეკლესიის გზა დასაბამიდან დღემდე; პროფ. მიხეილ გოგატიშვილი - ქართული სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიურ-პოლიტიკური პარადიგმები შუა საუკუნეებში; ასოც. პროფ. ირაკლი კახიძე - რელიგიური განწყობები და მათი თავისებურებები თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში; პროფ. ლალი ზაქარაძე - ქრისტიანული ფილოსოფიის განვითარების მთავარი ეტაპები საქართველოში.