News

უნივერსიტეტის დელეგაცია მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციის გახსნაზე (EN)

11.01.2023

2023 წლის 11 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობს მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაში. უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და დელეგაციის წევრმა პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის გახსნის ცერემონიაში. ცერემონიაზე საზეიმო მოხსენება წაიკითხა მსოფლიო საპატრიარქოს კორეის მიტროპოლიტმა და იაპონიის ეგზარქმა ამბროსიმ (ცოგრაფოსი). მონაწილეების სიტყვით მიმართეს დიმიტრიადის მიტროპოლიტმა იგნატიუსმა და საბერძნეთის განათლებისა და რელიგიის საქმეთა მინისტრის მოადგილემ.