News

თანამშრომლობის მემორანდუმი ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიასთან (EN)

10.01.2023

2023 წლის 10 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას. უკვე რამდენიმე წელია უნივერსიტეტს მჭიდრო კონტაქტი აქვს ვოლოსის აკადემიასთან, მემორანდუმის გაფორმებით ეს ურთიერთობები ოფიციალურ ფორმატზე გადავიდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიის დირექტორმა, დოქტორმა პანთელის კალაიძიდისმა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა ვოლოსის აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დემეტრიას მიტროპოლიტი იგნატიუსი. ახალი საქართველოს უნივერსტეტის დელეგაცია გაეცნო ვოლოსის აკადემიის საბიბლიოთეკო და საარქივო რესურსებს. თანამშრომლობის ფარგლებში დაისახა სამომავლო გეგმები.