განცხადებები

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერეცია

2018 წლის 26 მაისს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.) და მისი სააზროვნო ჰორიზონტები - ფილოსოფია და პოლიტიკა“. კონფერენცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს.

კონფერენციის პროგრამა:

კონფერეციის გახსნა და შესავალი სიტყვა - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი.

მოხსენებები:

  • პროფ. თენგიზ ირემაძე - დიდი ფილოსოფიური ინიციატივა;
  • პროფ. ნოდარ ბელქანია - დიმიტრი უზნაძისა და სერგი დანელიას პოლემიკა არაცნობიერის შესახებ;
  • ასოც. პროფ. გიორგი თავაძე - კონსტანტინე კაპანელის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა;
  • პროფ. ლალი ზაქარაძე - რუსეთის მსოფლხატი გრიგოლ რობაქიძის ფილოსოფიურ პუბლიცისტიკაში;
  • პროფ. მიხეილ გოგატიშვილი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ პარტიათა იდეოლოგიური პლატფორმები;
  • ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი - საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის პოლიტიკური ფილოსოფია.